29 სექტემბერი, 2016
გიორგი სუხიტაშვილი პოლიტიკურ პარტიებს კონცერტებში მონაწილეობაზე უარს ეუბნება - „არჩევნების მერეც გააკეთეთ რეგიონებში კონცერტები და დამიძახეთ“
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი უარს ამბობს წინასაარჩევნო სააგიტაციო კონცერტებში მონაწილეობაზე.

მომღერალმა ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც მის მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ყურადღება!!!

ჩემო მეგობრებო და არამხოლოდ, ბოლო ერთი კვირაა ყოველ დღე მეხმიანებიან პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების სააგიტაციო ღონისძიებებიდან, რომ მივიღო მონაწილეობა.

დიდი მადლობა, რომ გახსოვართ, მაგრამ არ მინდა, სააგიტაციო კონცერტებში მონაწილეობის მიღება.

თუ დღესასწაულია და რამე სხვა დამიძახეთ თქვენთან ვარ, დროშები ბანერები ''შემოხაზე'' ''მომეცი'', ''მიეცი'' არ მინდა.

არჩევნების მერეც გააკეთეთ ხოლმე ხშირად რეგიონებში კონცერტები და
დამიძახეთ, არ ტეხავს.

გმადლობთ ყურადღებისათვის“...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS