29 სექტემბერი, 2016
ტოპ-5 მყუდრო რესტორანი, სადაც შემოდგომის ცივი დღეების გატარება ყველაზე სასიამოვნოა
ქუჩაში უკვე საგრძნობლად აცივდა და ზაფხულისგან განსხვავებით, უფრო ხშირად გვინდება ჭამა და ცხელი სასმელების დალევა. გირჩევთ, ქუჩაში ხანგრძლივ სეირნობაზე უარი თქვათ და დრო მეგობრებთან ერთად, თბილისის რომელიმე მყუდრო რესტორანში გაატაროთ. გაინტერესებთ, რომელში? - ამას ჩვენ მოგიყვებით!


იბერია
Rating

"იბერიაში" ქართული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. აქ კერძებს განსხვავებული გემო აქვს. მენიუში ყველაფერია, რაც ტრადიციული კერძების მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ინატროს და თან, ყველაფერი - გამორჩეულად გემრიელია! გემრიელს დახვეწილი გარემოც ერწყმის და ხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც ყოფნა ყოველთვის
გსიამოვნებს.


ალავერდი

Rating

რესტორანი "ალავერდი" იდეალურია დაბადების დღეების და ნებისმიერი წვეულების გადასახდელად. მრავალფეროვანი მენიუ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. შეგიძლიათ ენდოთ პროფესიონალებს და დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ. აქ ყოველთვის ზრუნავენ თქვენს კომფორტზე. ამიტომ ესტუმრეთ რესტორან "ალავერდს", როცა გინდათ, რომ თავი გამორჩეულად იგრძნოთ.

Via Veneto
Rating

საუცხოო კერძების გარდა, Via Veneto-ში ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ კარაოკე-საღამო მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ. ასევე, მსუბუქადაც წაიხემსოთ. როცა გადაწყვეტთ, გემოვნებიანად გაატაროთ საღამო, ესტუმრეთ Via Veneto-ს.

DALLAS

Rating

ამერიკაში ყველაზე პოპულარული კერძი - გაუდის ყველში და ღუმელში გამომცხვარი კანჭის დაგემოვნებას DALLAS-ში შეძლებთ. ამერიკაში ნამუშევარი, გამოცდილი მზარეული ყველაზე გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ! ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი ღორის კანჭი Pork Wellington იხარშება სპეციალურ სოუსში. შემოხვეული აქვს ბეკონი, ყველი "გაუდა" და ცომი. 
პაბ-რესტორანში კარაოკე-საღამოები და მხიარული გართობა გელით. არ გადადოთ, ესტუმრეთ.

ENGLISH TEA HOUSE
Rating

სავახშმოდ აუცილებლად ესტუმრეთ ჩაის სახლს. აქ საოცრად არომატულ ჩაის - WHITTARD-ს დაგალევინებენ და გემრიელი ნამცხვრებით გაგიმასპინძლდებიან. გირჩევთ, დააგემოვნოთ ბრაუნი ნაყინით - ის საოცრად გემრიელია. ის ხომ თბილისში ყველაზე გამორჩეულია, აქ გასინჯული ნამცხვრების გემო არასდროს დაგავიწყდებათ და როდესაც რაიმე გემრიელის გასინჯვა მოგინდებათ, ისევ ამ საოცარ ადგილზე მოხვალთ. აქ ხომ ნამდვილი ინგლისური გარემოა.

ბეჭდვა