28 სექტემბერი, 2016
„ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა“ - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლის ეკა ტოგონიძის დედამთილი შარშან გარდაიცვალა. მაშინ ჟურნალისტმა ამ ამბავს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მას მერე ერთი წელი გავიდა და ეკა ტოგონიძე მორიგი ემოციური ჩანაწერით გამოეხმაურა:

"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა.
გააზრება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ წლისთავზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ როგორღაც გადავეჩვიე ფიქრს: "ამას ვეტყვი, იმას მოვუყვები, ეს გაუხარდება, ამაზე გაეცინება... კარზე ზარია, ხომ არ მოვიდა?!..." მოგზაურობისას ქარვის ბეჭდებისკენ აღარ გამირბის თვალი, არც თაფლისფერ შარფებს ვათვალიერებ, შევეშვი, როგორც იქნა, დავიმახსოვრე
- ვისთვისაც ვარჩვედი, აღარ არის.

ეს საჩუქრები ახლა სულ სხვანაირად უნდა ვაკეთო... ისევე აბსტრაქტულად, როგორიც მისი არსებობაა. რთულია.

ისევ დავრწმუნდი, რომ თუ ტკივილს არ გაექცევი და ბოლომდე ჩაყვები, მისცემ უფლებას, გული სრულად მოგიწუროს, მერე რეალობის აღქმაც ადვილდება - ეჩვევი ამოუვსებელ სიცარიელეს და იცი, რომ ნამდვილად აღარაა, აღარც იქნება. დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავშიც იწყებ დასაფლავებას, ნელა, წინააღმდეგობებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ახერხებ. კიდეც მშვიდდები, აღარ წრიალებ, აღარ ეძებ, წყვეტ აბსურდულ სიბრაზეს, რომ ყველაფერი ასე "უსამართლოდ" მოხდა, თავდაუზოგავმა მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა, სხვებს ეშველათ, მას - არა... ასეა და მორჩა.

ბევრჯერ დამესიზმრა, ბევრჯერ მეწყინა გაღვიძება. ბევრჯერ გულით ვინატრე, რომ ასე ძლიერად არ მყვარებოდა.
როცა ჩემი ოჯახის წევრებში მის თვისებებს ვხედავ, მისი უნიკალური ხასიათის პატარ-პატარა გაბნეულ მძივებს ვპოულობ თუთას, რატის, კირას, დეიდების, სალოს გამოხედვაში, გაღიმებაში, ამოოხვრაში, დაფიქრებაში, უკვე ვიცი, რომ ამ უხილავ, მოუხელთებელ არსებობას უნდა დავჯერდე. ჩახუტებით ვეღარ ჩავეხუტები (როცა მისთვის ტანსაცმლის შერჩევა მინდოდა, ზუსტად ასე ვზომავდი, ვეხუტებოდი და ხელებით ვიმახსოვრებდი, რამსიგანე უნდა ყოფილიყო ზედა ან კაბა)..იხილეთ სრულად
ბეჭდვა