28 სექტემბერი, 2016
თბილისში ე.წ. ბიოს კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ''მოდით ახალგაზრდებო აზრზე, დღეს ჩემი კორპუსიდან 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ''
ინტერნეტ მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მის კორპუსში მომხდარ ამბავზე წერს. როგორც ირკვევა ე.წ. ბიოს მოხმარებას რამდენიმე ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა. 

''გუშინდელი საშინელი და ამავე დროს გმერთის წყალობით კარგად დასრულების ამბავი მინდა მოგიყვეთ...

გუშინ საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნებული სამსახურიდან დედაჩემი სადარბაზოში შედის და რას ხედავს.

ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან, მეორე კი მეცხრე კლასელი კიბეებზე უგონოდ ეგდო.

ეგონა, ნასვამი და გვერდი აუარა. აიარა რამდენიმე კიბის საფეხური და მეორე ბიჭი თავდაყირა ეგდო.

სულ შავი, ისიც უგონო მდგომარეობაში.
დედაჩემს უფიქრია, ალბათ პირველი ბიჭი რადგან ნასვამი იყოო და მიბარბაცებდაო, იფიქრა, ბიჭებმა რაღაცა დალიესო და მთვრალები ყრიანო...

მესამე ბიჭს რომ ბოდიშის მოხდით გადააბიჯა, შეხვდა მეოთხე, ისიც კიბეზე დაგდებული, უგონოდ. სულ შავი, იმასაც ბოდიშის მოხდით გადააბიჯა და რას ხედავს, დანარჩენი ხუთი ბიჭი ზის. ერმანეთზე ეყარნენ, სუყველა უგონოდ მანანას ისევე ბოდიში მოუხდია.

უკაცრავად გამატარეთო და ერთმა ბიჭმა შემთხვევით ამოიკვნესა, მიშველეთო,

დედაჩემი მიხვდა, რომ ნასვამები კი არა წამლის ზედმეტი დოზირების გამო ეს 9 ბიჭი ნახევრად მკვდრები იყვნენ.

შევარდა სახლში, გამოიტანა ნემსები და ვისაც შეეძლო, გულის არეში ურტყა და ურტყა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. მერე წყლები ასხა. ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ, სასწრაფოც მოვიდა და ნუ მოკლედ ერთი საათის მერე სუყველა აზრზე მოიყვანეს.

ზოგი ნარწყევში იწვა, ზოგი საერთოდ არ სუნთქავდა, ზოგს პირიდან დუჟი ჰქონდა გადმოსული.

და ერთი სიტყვით ეგრეთ წოდებული მოსაწევი ბიო მოწიეს და დედაჩემის წყალობით სუყველა გადარჩა, დღეს დედაჩემი ლოგინად ჩავარდა და სტრესშია გუშინდელი ამბის მერე.

მოდით ახალგაზრდებო აზრზე, დღეს ჩემი კორპუსიდან ცხრა .... 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ. საბედნიეროდ დედაჩემის წყალობით ამათ დედებს შავები არ აცვიათ. მშობლებიც მოდით აზრზე და მაგრად მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი. არ შეიძლება ესე''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ტატა
გიო,ოთო,ლალი - გვითხარით ერთი რამდენ ადამიანს დახმარებიხართ.ყველა სხვის საქმეშია ბრძენი
09:43 / 01-10-2016
გამოხმაურება / 0 /
---
აქედან დასკვნა, არასრულწლოვანის ესეთ მდგომარეობაში დანახვისას, მითუმეტეს თავდაყირა თუ წევს- ეგრევე საშველად სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო.
17:51 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ჩემს უბანშიც მოხდა ასეთი შემთხვევა 27 ში. სამი ახალგაზრდა ბიჭი გაშავებული ეგდი ძირს და დუჟი სდიოდათ. 20 წუთის განმვლობაში მეზობლებმა მზლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. არავის ეგონა თუ ფეხზე ადგებოდნენ საერთოდ. სასწრაფო რომ მოვიდა უკვე გონზე იყვნენ. მერე პოლიციაც მოყვა და როგორც ხდება ხოლმე... რომ არა ქალების ასეთი გულისხმიერება სამ გვამს გაიტანდნენ ქუჩიდან... 3 ახალგაზრდა ბიჭისას...
13:31 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მეკოს
შენ ალბათ მადლობას ელოდები და გიხდით მადლობად და დიდი მადლობა იმას ვინც სასწრაფოშI დარეკა თორემ დღEს მოდაკლავად ექნებოდა დედას თავი რა ნემსი რა წყალი ეგრევე წივილ კივილო ინდა აეტეხა8
11:30 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ყველა ვინც ეგეტ მაიმუნობებს ეტანება,გირსია გაგუდვის.ტუნდაც ცჰემი სჰვილი იყოს.რამდენია უჯკუო და ადვილად იყოლიებენ მაგისტანა ხალხი.მსჰობელმა რა ქნას, ვის არუნდა კარგი სჰვილი რომ ჰყავდეს.
11:16 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS