27 სექტემბერი, 2016
ასრულებს თუ არა ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის პროტოტიპს ''ჰეროკრატიაში''- მომღერლის პირველი კომენტარი სერიალში მონაწილეობის შემდეგ

სერიალ ''ჰეროკრატიის'' მორიგ სერიაში მომღერალი ლიზა ყენია გამოჩნდა. სცენარის მიხედვით მისი ნამღერით პრეზიდენტი აღფრთოვანებულია. ზოგიერთი მომღერალი ქალი ლიზას გმირის გამოჩენას ეჭვიანობით შეხვდა. ერთ ერთმა მათგანმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მას გემოვნება შეეცვალა. 

სოციალურ ქსელში ლიზას გამოჩენას მაყურებელი მოწონენით შეხვდა. ზოგმა მის როლში ნინი ბადურაშვილი დაინახა და ეკითხებიან, ნინი ბადურაშვილის პროტოტიპია თუ ვინმე სხვა მომღერალს თამაშობს. 

''ჰეროკრატიის'' შესახებ ლიზა ყენიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- როგორც ვიცი, ეს შენი პირველი კინოროლია, ბევრი იფიქრე, სანამ დათანხმდებოდი მონაწილეობას?

- კი
პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთ გადაღებაზე, რასაც ფილმი ჰქვია. ბევრი არ მიფიქრია, რადგან ძალიან მიყვარს და მომწონს ეს საქმიანობა, გოგა ხაინდრავასთან მუშაობაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და შესაბამისად ბევრი არც მიფიქრია.

- და როგორც ვხვდები, არც გაგჭირვებია

- არა, პირიქით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.

- სოციალურ ქსელში გეკითხებიან ნინი ბადურაშვილის პროტოტიპი ხარ, თუ უბრალოდ ახალგაზრდა მომღერლის როლს თამაშობო? ვის თამაშობ შეგიძლია, გვითხრა?

- უბრალოდ ახალგაზრდა მომღერლის როლს ვასრულებ.

- რა ბედი ეწევა შენს გმირს?

- განაგრძობს სიმღერას.. არაფერი აქტიური სათამაშო არ მაქვს.

- რადგან ამ სერიალში თამაშობ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოცნების მხარდამჭერი ხარ? თუ აპოლიტიკური ადამიანი ხარ და უბრალოდ როლზე უარი არ თქვი?

- არ მიყვარს ამ თემაზე, პოლიტიკაზე საუბარი და ჩემი აზრის დაფიქსირება ხმამაღლა. ამ შემთხვევაში ვმონაწილეობ როგორც შემოქმედი.

მერი კობიაშვილი

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
კეტრინი
სოფოა ნიჟარაძე
10:01 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეკა კახიანი თვითონ ავრცელებდა ამ ამბავს , იმის მაგივრად რომ შერცხვენოდა და დაემალა, ეამაყებოდა. ვაი მაგის პტრონს.
01:25 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მართლა ნინი დავინახე მეც, ეგ არის აშკარად.
01:23 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
მარი, ნინჩო და ეკა------ მიკვირს რომ სოფო ნიჟარაძე ,,გამოგჩათ''. სააკაშვილის მთავარი ქალი რატომ ,,დაგავიწყდათ''??
19:55 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნინი ძალიან მიყვარს,კარგი ადამიანია,კარგი ოჯახის შვილი,სხვებს არ გავს,არ არის ბოღმა,არავისი არ შურს და სხვებივით უსაქმურიც არ არის
13:55 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS