26 სექტემბერი, 2016
ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძლის ემოციური პოსტი: „რამდენი იმედგაცრუება მოაქვს ამ ურთიერთობებს?“
ულამაზესი პიანისტი თათია შარანგია, წლების წინ საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. 
მოგვიანებით ლაშა შევარდნაძე და თათია ერთმანეთს დაშორდნენ. ამჯერად თათია ბიზნესმენ და ქველმოქმედ სანდრო შელიას მეუღლეა.

თათია საქველმოქმედო კონცერტებს ხშირად მართავს. სოციალურ ქსელში აქტიურობს. მის სტატუსებს ყოველთვის ბევრი მოწნება აქვს, რადგან ძნელია, არ დაეთანხმო.

ასე მოხდა ამჯერადაც.. სტატუსის კომენტარებში მეგობრები წერენ, რომ თათიას ისეთივე ლამაზი სული აქვს, როგორც გარეგნობა.

„ვფიქრობ... ადამიანებს ვეცნობით, ვუმეგობრდებით... ვენდობით, მათთან ერთად გვიხარია ან განვიცდით... დღეს ყველაზე ახლობელია
შენთვის, ხვალ კი ისეთი უცხო თითქოს ის არც არასდროს ყოფილა შენი ცხოვრების (ანუ შენი) ნაწილი...

ეს მგონი ყველაზე მტკივნეულია... როგორც ბავშვობაში, როცა ვიღაცის ზარს ველოდებოდით დიდხანს დიდხანს, და როცა დარეკავდა და უკვე აღარც ქონდა აზრი რადგან სათქმელმა დაკარგა ფასი... როგორ ყველაფერს თავის დრო აქვს არა? თითქოს მუდმივად ჩართულია წამზომი...

ალბათ ყველა ადამიანს თავისი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში... ვიღაცას ვუყვარვართ, ვიღაც გვცდის, ვიღაც გვასწავლის, ვიღაც გვატყუებს, ვიღაც უკეთესს გვხდის, ვიღაც ხმაურობს, ვიღაც კი ჩუმად მოგვსდევს კვალ და კვალ...

ზოგი ცდილობს, შეგვცვალოს, მას ალბათ თავისი ალტერნატიული რეალობა აქვს შექმნილი რომელშიც ის ისეთებად წარმოიდგენს ადამიანებს როგორებიც ისინი არ არიან... ანუ გამოიგონებს... უნდა რომ შეცვალოს... (ვერ შეცვლის) და ვერ ხვდება, რომ კი არ უნდა შეცვალოს არამედ მისი თვისებები უნდა შეიყვაროს...

ვერ ხვდება, რომ რამდენი დადებითიც აქვს თითოეულ ჩვენთაგანს ამდენივე უარყოფითი იმალება სადღაც მასში... ვერ ხვდება, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს... ამ დროს ვხვდებით, რომ მთავარი ყველანაირ ურთიერთობაში არის თუ როგორ შეგიძლია ადამიანს მეორე ადამიანის დადებითი თვისებები წამოწიო წინ... უარყოფითი კი სადღაც უფერულობაში, სიღრმეში, დაუმალო...

რამდენი იმედგაცრუება მოაქვს ზუსტად ამ ურთიერთობებს? ალბათ ნაკლები მოლოდინი თავდაცვაა გულის ტკენისგან... არადა უნდა გქონდეს ეს მოლოდინი! არადა უნდა გჯეროდეს, ან მეტი რა არის ცხოვრება? როგორი ტანჯვაა ეჭვის თვალით უყურო ყველას და ყველაფერს...

რა სამწუხაროა, რომ რაც უფრო გემატება წლები ხვდები, რომ თითქოს ეს ვარდისფერი სათვალეები მაინც მოსახსნელია? რომ ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც მოგცემს იმის ფუფუნებას გეკეთოს ჯიუტად ეს სათვალე და სურვილი არ გაგიჩნდეს ჩაამუქო შენს ბავშვობაში გაფერადებული სულის სიმები... მივხვდი რომ მაინც ასეთად უნდა დარჩე!

მივხვდი, რომ როგორც არ უნდა გეტკინოს, როგორც არ უნდა შეგეშალოს ადამიანის შეცნობა, მაინც უნდა გჯეროდეს! მაინც უნდა აპატიო! მაინც უნდა ღიმილით შეხვდე ყოველ გათენებას და სწორედ ეს არის ბედნიერება..

ეს თავისით მოხდება, რადგან მხოლოდ პოზიტიური აზროვნება იზიდავს პოზიტიურ მოვლენებს. ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ გარშემო მხოლოდ ისინი არიან, ვისაც უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ“! წერს თათია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ოხ...
ეგღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის მაგათი ოჯახიდან...
21:46 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ამასაც ყვარებია ნაცრის ქექვა
15:09 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
:D
ნამდვილი ფილოსოფოსია, კანტიანელ-ჰეგელიანელი... ეს ისე მედეასთან სოლიდარობის ნიშნად...ისიც გამობრძნედილი ფილოსოფოსი ჩანს, უძლიერესი!
09:15 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
კარგი გოგო ჩანს. ცხოვრებაგამოვლილად წერს. კი ჰქონდა იოლ-რთული ცხოვრებაც.
14:21 / 27-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ძალიან კარგად წერს, ფილოსოფიურადაც!
08:43 / 27-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS