26 სექტემბერი, 2016
რამ აღაშფოთა ხატია სიჭინავა - ''ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე''...
ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებ. ხატია ისეთ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც ტყუილის თქმაში იმდენად არიან დახელოვნებული, რომ ეს ტყუილი მათვე სჯერათ.

''მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან... სიკეთეს სიდებილედ გითვლიან, საკუთარ ტყუილებში ჯერ თავს იჯერებენ და მერე სხვას აჯერებენ, რომლებსაც გონიათ რომ ფულის გამო შეიძლება ბევრად ძვირადღირებული ურთიებობები გააფუჭო, გააფუჭო და მერე საუკუნოდ იმართლო თავი ვისთანაც ენა მიგიწვდება, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე კი არ სწავლობენ, ზემოდან ამატებენ ... რომლებიც უბრალოდ ისე ქრებიან შენი ცხოვრებიდან, რომ
ყველა უკან დასაბრუნებელ ხიდს თავისი ხელით წვავენ... და მაინც არ ჩერდებიან, ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე.

ენა უძვლოა კი, შუბლის ძარღვიც გავიგეთ, რომ წელვადია, მაგრამ მასხარა რომ ხდები ჩვეულებრივი ეგ მაინც გაითვალისწინე...

კრედიტები, რომელსაც დღემდე იხდით ღმერთმა არ ქნას მართლა შეგეტენოთ ამდენ ტყუილში. რა ვი მე სკოლაში თავი მტკივა თქო რომ ვიტყოდი, მართლა მტკივდებოდა. ტყუილები ოცნებებზე ადრე ხდება''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვ.ჩ.პ
მოცილდი ადამიანო ინტერნეტს...
10:15 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
mariposa
შენ თავის ტკივილი ეხალც გამოყოლილი გაქვს ეტყობა
07:23 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS