26 სექტემბერი, 2016
"ქრონიკის" სიმპათიური წამყვანი თორნკე კვერენჩხილაძე მეორე გოგოს მამა გახდა
რამდენიმე წლის წინ ტელეკრანზე გამოჩნდა სიმპათიური ბიჭი, რომელმაც მაყურებლის, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. მაგრამ, მალევე გაირკვა, რომ თორნიკე კვერენჩხილაძე ულამაზეს თეო ყურაშვილზე იყო დაქორწინებული.

როდესაც ტელეწამყვანი ტელევიზიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მეუღლე ყოველთვის გვერდში ედგა. კარიერა "აჭარის ტელევიზიიდან" დაიწყო, მერე იყო "მეცხრე არხი", დღეს კი "ტელეიმედიდად" გვაცნობს ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენებს. "ქრონიკის" გამოშვებებს შორის კი "ფეისბუქში" პოზირებასა და გურული იუმორით გაჯერებულ სტატუსების წერასაც ასწრებს..

წყვილმა ერთმანეთი სტუდენტობისას სოხუმის უნივერსიტეტში გაიცნო. ალბათ ბევრი ვერ გარისკავდა,
ახალგაცნობილი გოგოსთვის ცოლობა მაშინვე ეთხოვა, მაგრამ ტელეწმაყვანს ეს არ გასჭირვებია. რასაკვირველია, იმ წუთშივე დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს უკვე თეოსა და თორნიკეს მეორე შვილი შეეძინათ. იხილეთ სრულად + ოჯახური ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS