23 სექტემბერი, 2016
სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - ''გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა''?
გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალმა თაობის განათლების თემას მიეძღვნა.

გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იციან, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა. 

გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.

ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით. 

''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები,
ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.

''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა. 

''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი.

დაცინვა კიდევ უფრო დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოყვარულებისთვის ცირკის მოწყობა აშკარად არ გეზარებათ.

თქვენ აკეთებთ გადაცემებს, სადაც შეწუხებული სახით გამოდის წამყვანი და ყვება ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ქალთა მიმართ, ამ დროს გამოაჩენთ ეკრანზე ადამიანს რომელიც ვერ გპასუხობთ რამდენი ასოა ქართულ ენაში (შეიძლება სულაც მოულოდნელი კითხვის და დაბნეულობის გამო) მერე ამ ფაქტის გამო დასცინიან ადამიან(ებ)ს, ვინ იცის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს და როგორ აიტანს ამ ფაქტს, როცა ქვეყნის საქილიკოს გახდიან, ეგ ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობაა. მომავლის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს წამყვანი ისევ გამოჩნდება ეკრანს და მოგვმართავს: "თუ შენ ახლა მიყურებ" - ნუ აუბედურებ სხვას / ნუ დასცინი / ნუ აკნინებ / ნუ ... ნუ ... ნუ...

რახდება, რა დავარქვათ ფაქტს, "როგორც გვინდა ვჭრით და ვკერავთ"?

- გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა? - არც გაინტერესებთ, მთავარია რეიტინგი იყოს, ხომ ეგრეა''...

ძვირფასო, პატივსაცემო საზოგადოებავ! - დაცინვა მარტივია, გიადვილდებათ, ამ დროს კი კარგი იქნება სკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იფიქროთ და ნუ განსჯით სხვებს. ხვალ, ზეგ, შესაძლოა თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ მსგავს უხერხულ სიტუაციაში და ფა-ფუ, თქვენი ინტელექტიც სადღაც გაქრეს...

ხუთშაბათობით გადაცემა ''პროფილი'' -ს ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი ჩნდება ეკრანზე მოწოდებით: "თუ შენ ახლა მიყურებ, ნუ მოკლავ ჯაფარას, რადგან, ერთ-ერთ ხუთშაბათს მე თვითონ მოვკლავ მას"... ეს კი ძალიან ცუდი ჟესტია, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა, ასე არ ივარგებს''...

''დროული გადაცემა იყო აღარ გვინდა, ეს ტირილი ვიღაცის დაშორება ღალატზე.... დროულია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე... ბიძო აი, ეს გაუნათლებელი ნაჭილია შენი ამომრჩეველი, რომელსაც გული წყდება მიშამ დუბლიონკა და მანქანა რატომ არ აჩუქა''

''მსგავსი გამოკითხვები ხშირად უნდა ჩატარდეთ რათა შერცხვეს ახალგაზრდებს და გუგლის მაგივრად წიგნებში ჩაიხედონ''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
ლალი
მე მაიას ქცევა მაღიზიანეებს მაგრაა..აკლია დახვეწა,ქცევის კულტურა 0, ამხელა სტაჯის მერე კიდე ასეტი მანერები უკვე სირცხვილიაა...დაჯექი მაინც მაია უკეტესია,რანაირად იგრიხები?
00:20 / 27-09-2016
გამოხმაურება / 0 /
545
ასეთი გამოკითხვით მოსახლეობის განათლების დონის დადგენა შეუძლებელია, ამ სიტუაციას ხელს ტელევიზიაც უწყობს, მთელი დღე ინდური და თურქული სერიალების , ასვე ვიღაცეეების პირადის საცვლების გამოფენას ეკრანზე ჯობია საინტერესო გადაცემები აკეთოთ რითაც ახალგაზრდობას დააინტერესებთ, საჭიროა წიგნების კითხვა, მაგრამ ახალმა თაობამ ჯობია პირველ რიგში ქცევის და ლაპარაკის კულტურა ისწავლონ. ვთვლი რომ ინტერესი წიგნებისადმი და ზოზგადად განათლებისადმი ოჯახსაც დიდი წვლილი მიუძღვის..
16:18 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ვინ რისი და რისი მთქმელია ეგ ყველამ კარგად ვიცით საქართველოში,მაგრამ ერთი გამკვირვებია ამ ხალხის...თითქოს პრობლემა ყველას აწუხებს და რეალურად მემგონი ერთეულებს.ასათიანის გაქილიკებას გირჩევნიათ სამინისტროს მიაკითხოთ და მოსთხოვოთ რეფორმა,რომელიც არ იქნება მიმართული ჩვენი შვილების და საერთოდ მომავლის გამოთაყვანებაზე.ქართველობამ ერთხელ და სამუდამოდ რეალურობა უნდა განვასხვავოთ შოუსგან.პრობლემა განათლების სისტემაშია და არა ამ გოგოს,ასათიანის ,დგომაში.
16:17 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
SN
Roca martla kargi ginda sxvistvis, ki ar dascini da utiteb, karg saqciels anaxeb da survils uchen mibadzvis. Dartymulebi xart gadacemis warmomadgenlebi, gansakutrebit maia. An ubralot sidebilit reitingi gewevat da imitom aketebt amas.
15:08 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათიას ვეთანხმები
საზიზღარი დგომა, რაგატკასავით, საქალეთს შეგაძულებს. მაია შენზე ვამბობთ.
11:41 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS