22 სექტემბერი, 2016
ნუკა კვალიაშვილი -„არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია, არასდროს არ ყოფილა მატერიალური რაღაცები ჩემთვის ძვირფასი“
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რატომ არ გადაუხდია არასდროს დაბადების დღე.

„24 წლის ვხდები და ამ 23 წლის განმავლობაში არასდროს დაბადების დღე არ გადამიხდია, არასდროს არ ყოფილა მატერიალური რაღაცები ჩემთვის ძვირფასი.

არ მაქვს არანაირი ძვირფასეულობა გარდა ქორწინების ბეჭდისა, არასოდეს ვაქცევ ყურადღებას რა ბრენდი აცვიათ ან მაცვია, არასოდეს არ მითხოვია ჩემი მეუღლესთვის რაიმე ძვირფასის შეძენა, თუ რამე მაქვს ან მქონია ყველაფერი ჩემით, ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს ადამიანების დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად
თუ მორალურად, არასოდეს არ მქონია პრობლემა მეგობრებთან, ყოველთვის ვარ კომუნიკაბელური, მეგობრული,...

არასოდეს ვყოფილვარ ამპარტავანი, წარმოდგენებით სავსე, ყოველთვის ვიყავი ძალიან ზარმაცი :დ ჩემი თავისთვის კარტოფილიც კი არ შემიწვია 24 წლის ვხდები ;დდდ შიზოიდურად მიყვარს სისუფთავე, ხანდახან ვფიქრობ ზედმეტიც მომდის.

არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება, არ ჩავდივარ მაღაზიაში ქუსლიანი ფეხსაცმელებით, საერთოდ არ დავდიარ ქუსლიანი ფეხსაცმელებით. ვაბშე საიდან სად წავედი, მინდოდა მეთქვა რომ დაბ დღეს არ გადავიხდი და ვსო“!!!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS