20 სექტემბერი, 2016
გუკა რჩეულიშვილის ემოციური პოსტი ციხიდან - '' პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა''...
''ცენტრ პოინტის'' გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი ციხიდან ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''თითქმის სამი თვე გავიდა რაც მე პრივილეგია მერგო სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად.

სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს.

გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა.

აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე
ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის ვისი იმედიც მქონდა, არა მატო გაამათლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა!

მე ვამაყობ ესეთი მეგობრები რომ შემხდა ! მე ვამაყობ ესეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან!

ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის . Together we are stronger! გუკა რჩეულიშილი inshaiiah!''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS