20 სექტემბერი, 2016
ერეკლე კოდუა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს
ერეკლე კოდუა შეყვარებულ კატია დიდასთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ამ წყვილის მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია.

ნანუკა ჟორჟოლიანთან დაშორების მერე ერეკლე ყველგან უკრაინელ ლამაზმანთან ერთად ჩნდება.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა მეუღლესთან დაშორების დეტალებზე.

''საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ყველაფერს მასზე, იმ ქალზე. "ფეისბუქზე" ვეძებდი ფოტოებს, შემთხვევით სააგენტოდან გავიგე ის, რასაც მე ვეძებდი.

როგორ დავმალო, რომ როგორც ქალს, მაინტერესებდა, როგორი იყო ვიზუალურად ის ქალი. თუმცა, ის არაფერ შუაშია.

ქალური ინტერესია, ვინაა
შენ შემდეგ. არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როდესაც მისი ფოტოები ვნახე. მას შემდეგ მათი ამბავი აღარ მომიკითხავს, ყველაფერი წარსულში დარჩა...''

Rating
ბეჭდვა