19 სექტემბერი, 2016
"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმეში თავით გადაეშვა - გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. 37 წლის ასაკში თავისუფალი ქალის სტატუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების რთული ეტაპი. ტაბუდადებულ თემაზე - ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გა
მეხმაურებინა. მარტიდან აგვისტომდე მე და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება. მე მის თხოვნას მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი, როცა ეს ამბავი ხალხმა გაიგო, უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებელი ვიყავი. არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.

მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო.

უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
Irma
Nanuka magari da dzlieri qali xar warmatebebs giaurveb czovrebashi.
20:10 / 19-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ююю
ეხლა თუ დგები, რა სარგებელი?
21:12 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მარაო მარაბდელი
ნანუკა მშენივრად დაიხვეწა, ეს მისი გახდომის დამსახურებაა ალბათ. მე დიდი სიამოვნებით შევავლებდი თვალს მის "გარდერობს".
13:04 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
არაა ჩვენი ჯობია ნამდვილად
01:39 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
qeti
kodua ro uvargisi kacia da nanukam exla gaigo mara me kai xania vici
13:27 / 04-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS