17 სექტემბერი, 2016
ბელა ალანიამ შალვა რამიშვილს სახეში მუშტის ჩარტყმის გამო უჩივლა - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში გაეხვა
შალვა რამიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეს“ მომზადებისას ჟურნალისტს უჩივლეს. ამის შესახებ რამიშვილი ფეისბუქზე წერს:

„მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი "აკრედიტაციის გარეშეს" შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია.

გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები.

მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და
მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი.

პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით , ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით გეტყვით“.
ბეჭდვა