17 სექტემბერი, 2016
ბელა ალანიამ შალვა რამიშვილს სახეში მუშტის ჩარტყმის გამო უჩივლა - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში გაეხვა
შალვა რამიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეს“ მომზადებისას ჟურნალისტს უჩივლეს. ამის შესახებ რამიშვილი ფეისბუქზე წერს:

„მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი "აკრედიტაციის გარეშეს" შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია.

გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები.

მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და
მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი.

პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით , ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით გეტყვით“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ზ,კალორია
წაქცეული კაცის ჩაწიხვლა დაგვჩემდა ამ ბოლო დროს ქართველებს. და ვინც არ უნდა იყოს წაქცეული მე არ შემიძლია. ვინც წაქცეულს ურტყამს მართალიც რომ იყოს ის სულმდაბალი და პატარა კაცია ჩემთვის.
15:50 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ოსტეო
ბესელიასთან ან კობახიძესთან რატომ არ მიდის შალვა? მივიდეს და ისინი გააბანძოს თუ ბიჭია, მაგრამ "ოცნება" უხდის და იქ ხომ არ მივა
18:43 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს რამიშვილუი კიდევ სადმე მუშაობს და კიდევ ვინმეს სჭირდება, ერთი სიტყვა არ მჯერა ამ გარეწარი ადამიანის
21:12 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
რა სისულელეა არამგონია კი არა დარწმუნებულივარ შალვა არ ჩაარტყავდა მუშტს მადაცემის ნაწილი ვნახე ტელევიზიით როგორ წაესიენ ესენი შალვას ერთგული ქვეშემდომები არუნდოდათ ხალხის პარტიის სახლის პატარა ქოხი რო გადაეღოთ ესენი მთავრობაში რომოვიდნენ მიშა მონაგონი იქნება ისეთI დონეა ანარადა ასე თუ შეგტკივა ქვეყანაზე გულუ ეგრე კიარა ექვთიმე თაყაიშვილივით უნდა იცხოვრო შენხალხს რო უყვატდე და არა გვარამიას გვარამიას
14:28 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
222-ს
საიდა სადო, გაფიცებ შალვა ნათელაშვილი რაღა შუაშია, ან ვის ადარებ? ამ არაკაც რამიშვილს?
13:21 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS