15 სექტემბერი, 2016
''ევროპაში ასეთ უმსგავსობაზე იცით როგორია რეაგირება?! შუშებს უმტვრევენ მანქანებს'' - რამ აღაშფოთა ანიტა რაჭველიშვილი
დღეს ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა სოციალურ ქსელში დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო გაავრცელა და დაწერა:

''ეს დელისის ტერიტორიაა, დღეს დილით გადავიღე... ამდენი მანქანა ტროტუარზე დგას. აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბავშვი, მოხუცი ძნელად გაივლის, როდემდე უნდა ვიჯდეთ ასე პასიურად და მთავრობა ვალაპარაკოთ, რომ ხალხს ფეხებზე კიდია თავისი გარემო!!! არც ჩვენ გვაწუხებს ეს და არც მთავრობას'' !!

Rating














ამ ამბავს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი გამოეხმაურა.

მომღერალმა ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. 

''ევროპაში ასეთ უმსგავსობაზე იცით როგორია რეაგირება?! შუშებს უმტვრევენ
მანქანებს და საბურავებს უხვრიტავენ!

მე არ ვარ ვანდალიზმის მომხრე,მაგრამ ისეთი არაადამიანი ვინც ეტლში მჯდომს, ბავშვს და მოხუცს გასასვლელ ადგილს არ დაუტივებს სწორედ ასეთ დასჯას იმსახურებს!

იმედია, სახელმწიფო მიიღებს სათანადო ზომებს და ამ მანქანების გადაყვანას დაიწყებს საჯარიმოზე, მასიურად და მუდმივად! ჯარიმის გადახდა რომ მოუწევთ კვირაში რამოდენიმეჯერ,მერე ისწავლიან იმედია მანქანის ან შესაბამის ადგილზე დაყენებას ან სახლში დატოვებას და ფეხით და მეტროთი სიარულს''!

ბეჭდვა