14 სექტემბერი, 2016
ერეკლე კოდუას შეყვარებულის მორიგი ფოტოები, რომელიც კატიკა დიდას სილამაზეში დაგარწმუნებთ
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სოდის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა, ნანუკა ჟორჟოლიანს დაშორდა და კვლავ შეყვარებულია, არ წყდება პრესის ინტერესი მისი ახალი შეყვარებულის მიმართ.

კოდუას შეყვარებული კატიკა დიდა უკრაინელი წარმოშობის გოგონაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს.

ცხოვრობდა უნგრეთში, ამჟამად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთშია.

ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა განიხილავდა მისი და ირაკლი კოდუას დასვენების ფოტოებს. წყვილმა ზაფხული ამსტერდამში გაატარა, მათთან ერთად ისვენებდა ირაკლი კოდუას შვილი ნოდარ კოდუაც.

ამჯერად კი ქართულ ვებსაიტებზე ვრცელდება
კატიკა დიდას მორიგი ფოტოები, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქზე ატვირთა.

ამ ფოტოების ნახვის შემდეგ კატიკა დიდას მიმართ მამაკაცთა უმრავლესობამ კომპლიმენტები არ დაიშურა, ბევრმა კი მას სუპერსექსუალური ქალის ტიტული დაუფიქრებლად მიაკუთვნა.

Rating



ბეჭდვა