01 სექტემბერი, 2016
''ხელოვნური სუნთქვის'' მსახიობ რუსკა ქარქაშაძეს ქერა თმაში ვერ იცნობთ
''რუსთავი 2''-ზე მალე ''ხელოვნური სუნთქვის'' მეორე სეზონი დაიწყება, მაყურებელი მოუთმენლად ელის სერიალში განვიტარებული მოვლენების გაგრძელებას.

ფილმში ერთ - ერთ მთავარ მელანოს როლს, რუსკა ქარქაშაძე ასრულებს. რუსკა ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ როდესაც გაიზრდება, აუცილებლად მსახიობი გამოვა. ''ფორმულა კრეატივმა'' ის 500 ბავშვს შორის შეარჩია.
სერიალმა რუსკას პოპულარობა მოუტანა

რუსკას ერთ - ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ:

- მელანომ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირადად მე არ შევუცვლივარ, როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ, მაგრამ ცხოვრება კი
ნამდვილად შემიცვალა. ქუჩაში ხალხი მცნობს, უცნობი ადამიანები მაჩერებენ. დადებით შეფასებებს ვიღებ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი ეკრანზე გამოჩენა, სკოლაშიც ყველას გაუხარდა: მასწავლებლებს, კლასელებს...

რუსკა სოციალურ ქსელშიც პოპულარული გახდა. მის ყველა ახალ ფოტოს კომპლინეტები არ აკლია.

რუსკამ ქერა პარიკი მოირგო და სოციალურ ქსელსი ფოტო ატვირთა. ქერა თმა ხელოვნრი სუნთქვის მსახიობს ძალიან მოუხდა და ბევრი წერს, რომ ეს საყვარელი გოგონა ვეღარც კი იცნეს.

Rating

ბეჭდვა