01 ოქტომბერი, 2013
შოკირებული ჟიური... რა მოხდა ''ნიჭიერის'' სცენაზე
რაც შეეხება მეორე მონაწილეს, მის შესახებ, რამდენიმე დღეში ექსკლუზიურად ჩვენი საიტიდან შეიტყობთ ერთი კვირის განმავლობაში ფილარმონიაში ''ნიჭიერის'' ჩაწერა მიმდინარეობდა. საქართველოში რომ ნამდვილად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხალხი ცხოვრობს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ახალი სეზონი ძველებისგან კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჟიურის ახალი შემადგენლობა შოუს უფრო საინეტერსოს ხდის. მაყურებელს ია ფარულავასგან არაერთი შოკისმომგვრელი სიურპრიზი ელოდება...

მე ვნახე სცენაზე ასული ია და რა გახდა ამის მიზეზი, კონკურსის ჩანაწერებიდან გაიგებთ. გეგა ტრადიციულად მკაცრია. ერთადერთი
ხატია ცდილობს ყველა კონკურსანტმა ბოლომდე შეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა და ნომრის ბოლომდე ჩვენება, თუნდაც ის ჯოჯოხეთის ალში დამწვარ ადამიანებზე მღეროდეს. არადა ასეთებიც მოხდა...

ახალ სეზონზე ''ნიჭიერმა'' ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე მოგვიწყო საოცარი სიურპრიზი, როდესაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი ია ფარულავა, პირდაპირ სცენაზე გაათხოვეს. მართალია, იას ცხოვრებაში ეს პირველი ქორწინება არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ ყველაზე ორიგინალურად ხელი ''ნიჭიერის'' სცენაზე სთხოვეს. 
Rating
ფილარმონიის სცენაზე საკუთარი ნიჭის დამტკიცებას უცნობი ადამიანების გარდა, ხანდახან ცნობილებიც ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გელა სალუაშვილი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე მონაწილეს, მის შესახებ, რამდენიმე დღეში ექსკლუზიურად ჩვენი საიტიდან შეიტყობთ.

გადაცემის ჩაწერა დასრულდა, მაგრამ ბოლო დღე მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჰაერში მფრინავი ადამიანების დანახვამ ჟიური შოკში ჩააგდო. ნომერი, რომელიც გუშინ ფილარმონიის სცენაზე შესრულდა, როგორც გავიგეთ, პროექტის არსებობის ისტორიაში არცერთ ქვეყანაში არ დადგმულა.

ფოტოები - ნიკოლოზ ცანავა

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ჩამოკიდებული
ერთი მანახა ტქვენი თავი ჩამოკიდებული. Dა "დიდს არაფერს "გიზამდით. -როგორ იცით ყველაფრის გაუბრალოება. Xომ იშრომა იმ ადამიანმა?!.. დაფასებას გთხოვს სხვას არაფერს....
09:45 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ანა როდისმე სცადე ჩამოკიდება და დიდი არაფერი თუ იქნება ნახავ . სცადე
23:25 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
მართლა მოუთმენლად ველოდები... იმედი მაქვს ღირსეული გაიმარჯვებს. ისე ცეკვა-სიმღერა უკვე ყელშია და ბევრი თუ იქნება ასეთი ნომრები კარგი იქნება
17:45 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS