31 აგვისტო, 2016
იქნება, თუ არა სალომე ჭაჭუა ''შენ შეგიძლია ცეკვის'' ჟიურის წევრი
ძალიან მალე ''იმედის'' ეთერში პროექტი ''შენ შეგიძლია ცეკვა'' დაიწყება. ცეკვების მოყვარულები დიდი ინტერესით ელოდებიან ახალი შოუს დაწყებას.

პროექტის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ ამხელს შოუს დეტალებს.

სოციალურ ქსელში ატვირთულმა სალომე ჭაჭუას ფოტომ, რომელიც ''შენ შეგიძლია ცეკვის'' ბანერთანაა გადაღებული, კითხვები გააჩინა.

''შენ ხარ ჟიურის წევრი''? ''აუ, შენ იყავი რა ჟიურის წევრი'', ''ძალიან გამიხარდა, შენს გარეშე ეს პროექტი ვერც წარმომედგინა'', წერენ ფოტოს კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS