31 აგვისტო, 2016
ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, რადგან ხელისუფალი ძალაუფლებას ვერ ერევა"
6 სექტემბრიდან "იმედის" ეთერში, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყება. ფილმი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე არის გადაღებული და შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, რეალურ ფაქტებზე არის დაფუძნებული.

"ჰეროკრატიაში" ერთ-ერთ მთავარ როლს ბალერინა და ტელეწამყვანი ნათია ბუნტური ასრულებს. ნათია ბუნტურს დღემდე სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონია, ის ბოსტონის, ნიუ-იორკის, პენსილვანიის შტატის საბალეტო დასის წევრი იყო. თუმცა, ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდა და ახლა მარიამ ალექსიძის საბალეტო დასის სოლისტია. ბალეტის პარალელურად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილის გადაცემის წამყვანია.

ნათია "ჰეროკრატიაში" პრეზიდენტის მეუღლის,
პირველი ლედის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფილმში სანდრა რულოვსს არის მიმსგავსებული, ამბობს, რომ მისი პერსონაჟი წარმოსახვითი გმირია და არა კონკრეტული პიროვნება. საკუთარი პერსონაჟის შესახებ, ნათია თავად უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

- ნათია, როგორ მოხვდი სერიალში?
- კასტინგზე მივიღე მონაწილეობა, როგორც ჩანს, რეჟისორს ჩემი ტიპაჟი მოეწონა, მეორე კასტინგზე დამიბარეს, გავიარეთ ტექსტები და დამამტკიცეს. კინოში არასდროს მიმუშავია და ეს ჩემთვის საინტერესოა. ფილმში მე ვარ პირველი ლედი, მთავარი გმირის მეუღლე ვარ, რომელიც წარმოსახვითი პერსონაჟია. ჩემს გმირს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მხოლოდ პირველ ლედის. ეს არის ძალაუფლება, რომლის ხელში ჩაგდებაც სურს მთავარი როლის შემსრულებელს. ფილმში ბევრჯერ ვიცვლი იმიჯს, ყველა სცენარში სხვადასხვანაირი ტიპაჟი ვარ. ჩემი პერსონაჟი არის ძალაუფლება, რომელსაც მხოლოდ ხელისუფალი ამჩნევს. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS