30 აგვისტო, 2016
ნათია ფანჯიკიძე რძალ-დედამთილობაზე -„სივიში 2016-დან ჩავამატე გამოცდილება - დედამთილი“!
ნათია ფანჯიკიძე ფანჯიკიძე ფეისბუქზე რძალ-დედამთილობაზე პოსტს აქვეყნებს:

„სივიში 2016-დან ჩავამატე გამოცდილება - დედამთილი!

ბავშობის დაქალი მყავს ჩაპუტკუნებული და მხიარული, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ.

კატო პატარა რომ იყო, პერიოდულად მეკითხებოდა, - დე, დე, შენ უფრო კარგად ხუმრობ თუ ხურციძე???

გამომდინარე მოსაზრებიდან, რომ საკუთარი შვილის ნომერი პირველი ავტორიტეტი მცირეწლოვან ასაკში ჯობს თავად იყო, ვპასუხობდი, - რა თქმა უნდა, მე! კატო მპასუხობდა, - ააააარააა, ხურციძე უფრო სწრაფად ხუმრობს და თან ღაბაბი აქვს და უხდებაო.

ხურციძეს კატოს კითხვა-პასუხი რომ მოვუყევი, გაბრაზდა და "ჰმ... დედაშენს
ხომ აქვს გედის ყელიო'" იმ დროს რკოსავით მრგვალ კატუშას ეუბნებოდა,

ჩემი ულამაზესი რძლის დანახვაზე გამახსენდა ეს დიალოგი“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS