30 აგვისტო, 2016
ნინო გაჩეჩილაძის საპროტესტო პოსტი - ''ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა, წაქცეულიყო?''...
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე რამდენიმე დღის წინ ბორჯომში იმყოფებოდა. კურორტი, რომელიც ულამაზესი ბუნებითაა ცნობილი და უამრავ ტურისტს იზიდავს, ფაქტობრივად ნადგურდება. ყველგან შეგხვდებათ მოჭრილი ხეები. 

''ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი "კომპოზიტორთა სახლში" ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად.

იქ მისულს კი აი, ეს სანახაობა დამხვდა-მოჭრილი ხეები, რომელიც (როგორც დაცვამ მითხრა), ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა-ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა, წაქცეულიყო?...)

მოკლედ, გული ჩამწყდა რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი-ის,
რითიც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს ნელნელა ნადგურდება...

კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის''.

''მგონი დროა ნატა ფერაძე დავთაგო''..., წერს ნინო.

ნინოს პოსტს ბევრი კომენტარი მოჰყვა:

''ეგ საშინელება რომ მოაწყვეს მეც ვიხილე და ფოტოებიც მაქვს გადაღებული. არაფერი ქარიშხალი არ ყოფილა მანდ რომ მასეთი ხეები წაექცია და ვიცი რომ არც შენ გჯერა. ძალიან ამაფორიაქა ამ სანახაობამ მეც და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გააგრძელებენ ამხელა ხეების მოჭრას. საშინელებაა მართლა''!!!!

''უპატრონო ქვეყანაა რა''!

''მეც მანდ ვისვენებდი... კომპოზიტორთა სახლში უამრავი ფესტივალი ტარდებოდა .....და ყველას ბავშოვბის ნაწილი ბორჯომს უკავშირდება......ესე როგორ უნდა მოექცე ამ ადგილს''...

''რა თავხედური და უკანონო ქმედებაა. სადაა პროკურატურა''?, ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ოთო
ცუდი ის არის რო ყველას არაჩევნების წინ გაახსენდა ხეები არადა მანამდეც უნდა ახსოვდეთ
10:11 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ანი
აბა "ოცნებავ" და ბატონო პრემიერო, დაპაცურდიტ ეხლ;ა და სასწრაპოდ მოიგონეტ ისეტი აპირება რომელიც ერტ ტვეში ამ მოჭრილ ხეებს (და არა მარტო ბორჯომი იჩეხება-რაჭა? ) როგორ აღადგენ , მოიპიკრეტ ტორემ გაგეცატ ამომრჩეველი?? პუი მარტლა ამ მტავრობას, იმ მტავრობას და იმას ყველას ვინც კვეყანას ასე უდიერად ეკცევა მატი ჯიბეების და კიდევ ერტი რამის გასკელების სანაცვლოდ!
02:40 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS