29 აგვისტო, 2016
რა ჩაიდინა თამუნამ – „ხელოვნური სუნთქვის“ ახალი სეზონი იწყება
"პრაიმტაიმთან" ფორმულა "კრეატივის" პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე "ხელოვნური სუნთქვის" ახალ სეზონზე საუბრობს.

– მიშა, როგორ გგონია, დადებითი გმირია შოთა? როგორ აღიქვამს მაყურებელი, შენი აზრით. ქალები, მუდმივად უკმაყოფილო ცოლი, შვილი… ახლა უკვე განაწყენებული საყვარელი ქალი…
– შოთას გმირს რაც შეეხება, დადებითია თუ უარყოფითი, ვფიქრობ, თითოეულმა მაყურებელმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს. ბოლო ათწლეულის საუკეთესო უცხოური სერიალების ანალიზი, რაც ყველაზე კარგად ასახავს დღევანდელი მაყურებლის გემოვნებას და მოთხოვნილებას სერიალისგან, გვაჩვენებს, რომ ცალსახად დადებითი, უნაკლო და უმანკო გმირი აღარ არის ძველებურად პოპულარული.
თანამედროვე მაყურებელს აინტერესებს ადამიანური სისუსტეები, რადგან ხვდება, რომ უნაკლო არავინაა და გმირის მიმართ, რომელიც მოწყვლადია, შეცდომებსაც უშვებს და სისუსტესაც ამჟღავნებს, მაგრამ ცდილობს და ძალიან ინდომებს, რომ თავის ღირებულებებს და პრინციპებს არ უღალატოს, პრობლემები გადაჭრას, მაგრამ არც ისეთი ძლიერია, რომ ეს ადვილად შეძლოს, მაყურებელს მეტი თანაგრძნობა და თანაგანცდა უჩნდება. ვფიქრობ, შოთას გმირის მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა, მისი სისუსტეები და პრობლემები ცხადად ჩანს, მაგრამ მისი ჯიუტი სიკეთე მაინც დადებითად განგაწყობს მის მიმართ.

– ქალის რამდენიმე ტიპაჟი დაგვიხატა რეჟისორმა, შენთვის, როგორც მამაკაცისთვის, რომელი უფრო საინტერესოა?
– თამუნა ცალსახად – ძლიერი, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი, გამბედავი და სიახლეების მიმართ გახსნილი, დამოუკიდებელი, საქმიანი და ამავდროულად საკმაოდ თბილი, პლუს ველოსიპედით, აუზით და ცხოვრების ჯანმრთელი წესით – ეს ყველაფერი ერთად ძალიან საინტერესო ქალს ქმნის. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS