29 აგვისტო, 2016
''ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა''
მას შემდეგ რაც ''ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი დაიჭირეს,  ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს,  თუ როგორ ენატრება მეუღლე და შვილი.

ამჯერად პატიმრობაში მყოფ მეუღლის მაია რჩეულიშვილის შესახებ ვახტანგ რჩეულშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.

"ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა, გადატანილი აქვს ინფაქტი, კუჭ-ნაწლავიც დაავადებული აქვს. ტანსაცმლს თვითონ რეცხავს, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გარედან რაღაცეები შევუგზავნოთ.

კვირაში ერთხელ ვხვდები, ძეხვისა და თხილის მიტანა გვთხოვა, მაგრამ ესეც
არ შეგვატანინეს, მხოლოდ მათ მაღაზიაში მათივე ნაწარმი უნდა შეიძინოს.

60 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში რატომ ამყოფებენ, ჯერ სასამართლომ დაადგინოს მისი დანაშაული. რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება.

რადგან ცოცხალია, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მთელ მსოფლიოში სამშენებლო კომპანიებს უზარმაზარი დახმარება გაეწიათ,

ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კუბოზე ზემოდან ახალი ლურსმანი დააჭედა. ყველა ამ პატარა გოგოს წინააღმდეგ გაერთიანდა, ჯერ წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს ძარცვა, ახლა ამათ ციხეში ჩასვეს.

დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ შვილიშვილი გვყავს-კატო, მამამისი გუკაც დაჭერილია, ამიტომ მარტო ვერ დავტოვებ...", აღნიშნა ვახტანგმა ''ასავალ დასავალთან'' საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მარიამი
მხოლოდ ღმერთია ყველას მშველელი,კარგად უნდა დაფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებაზე,გაანალიზონ,ცოდვები მოინანიონ,შეძლებიდაგვარად დაეხმარონ გაჭირვებულებს,რომლებიც პიდაპირ,თუ არაპიდაპირ მათი მეშვეობით დაზიანდნენ,სთხოვონ ღმერთს შველა და მიენდონ მას.წმიდა წერილში ნათქვამია:"მას ესვიდა ჩემი გული და შეწევნულ იქმნა".ამინ.
11:58 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
manana
შე არაკაცო! რაღატომ უშლი ხალხს ნერვებს? დადუმდი მაინც!
12:09 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თაღლითების ოჯახმა რამდენი ადამიანი გააუბედურეთ ამაზე არ გიფიქრია????
12:07 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
manana
შე თაღლითო კიდევ ვინმეს თუ ჯერა ნეტა შენი ნიანგის ცრემლების????
12:05 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
მერედა გაგეყიდათ თქვენი ლამაზი სახლ-კარი, გეცხოვრათ სხვა ადამიანებივით და გაგესტუმრებინათ ცოტა მაინც ეგ ვალები, მარა თქვენ პირიქით საჯარად გამოგქონდათ ტქვენი ლამაზი ცხოვრება ხალხის გასაღიზიანებლად და კი მიიღეთ ის რის ღირსებიც იყავით.
11:37 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS