28 აგვისტო, 2016
ანიტა რაჭველიშვილი გათხოვდა - ნახეთ, როგორ კაბაზე გააკეთა არჩევანი მეცო-სოპრანომ
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მეცო - სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკოსი ოთო მაისურაძეა.

ქორწილის შესახებ ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის.

მოგვიანებით კი ანიტას ლამაზი ქორწილის ამსახველი ფოტოები ნიკოლოზ რაჭველმა გაავრცელა სოციალურ ქსელში:

დღეს ჩემი ანიტას და ოთოს ქორწილია! ორი ძვირფასი და საოცარი ადამიანი ამიერიდან სამუდამოდ დაუკავშირებს ერთმანეთს თავიანთ ცხოვრებას!

ჩემო ტკბილო მეგობრებო, ჩემო ანიტა და ოთო, ღმერთმა არ მომიშალოს თქვენი ბედნიერებით, დღეგრძელობით, ჯანმრთელობით და ულევი წარმატებით მონიჭებული სიხარულის განცდა,
სულ მალე გამეცნოს თქვენი შვილები!!!

ძალიან ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ და გლოცავთ მთელი ჩემი სულითა და გულით!!! დღევანდელი დღის მადლით ღვთისმშობელმა მშვიდობა მოგივლინოთ მთელი ცხოვრების გზაზე“, წერს ნიკოლოზ რაჭველი.

RatingRatingRatingRatingRatingRating RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კუსა
ეს ბიჭი მგონი უმცროსია გოგოზე
20:10 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზადემე
ბედნიერებას ვუსურვებ! კაბა ვერ დავინახე...:)
12:49 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS