27 აგვისტო, 2016
„გული მწყდება, საზოგადოებას ჩემი თავი არასწორად შევთავაზე და რეაქციაც შესაბამისი მივიღე“...
მერსი სულხანიშვილმამარიამობის მარხვა მონასტერში გაატარა. მარხვის ბოლოს სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყებს: 

„უკვე მარიამობა არის და მარხვაც ერთი ამოსუნთქვით მიილია. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი უფლის გზაზე.

ისე, როგორც ბევრი, მეც ტკივილით მივედი ტაძარში, უმეტესად ჩემი შეცდომებით გამოწვეული ტკივილით, ზოგიც დაუმსახურებელი ლანძღვით და შეურაცხყოფით.

მივხვდი, რომ უფალი ერთადერთია, ვინც ისეთს გვიღებს, როგორიც ვართ.

ჩვენ კი ვცდილობთ, გავხდეთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით... ალბათ, თავისი დრო აქვს ყველაფერს.

განსაკუთრებით ღმერთთან მიბრუნებას. მე ახლა მომეცა ეს პერიოდი. გული მწყდება,
საზოგადოებას ჩემი თავი არასწორად შევთავაზე და რეაქციაც შესაბამისი მივიღე...

ვნანობ უფლის წინაშე, ყველა შეცდომას და მადლობა მას, მის გვერდით ჩემი ადგილიც რომ აღმოვაჩინე...

მადლობა მამაო...გილოცავთ მარიამობას. მისი მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“...
ბეჭდვა