25 აგვისტოს მკვლელობით დასრულდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩასთან, ე.წ. საავადმყოფოს უბანში ახალგაზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ბიჭებს შორის ჯერ კამათი დაიწყო, რის შემდეგაც ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს გაუგებრობა რამდენიმე დღით ადრე მოუხდათ და საქმის გასარჩევად შეხვდნენ ერთმანეთს.
შემთხვევის შედეგად დაჭრილია ოთხი და მოკლულია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს,
ერთ-ერთს კი შედარებით მძიმე დაზიანება აქვს - ფილტვის არეშია დაჭრილი, რის გამოც მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილები 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.
მათ შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელია. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორმა დანით შეუარაღებული ახალგაზრდის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელში დაიჭრა. იხილეთ სრულად