27 აგვისტო, 2016
"მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდეო"! - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"

25 აგვისტოს მკვლელობით დასრულდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩასთან, ე.წ. საავადმყოფოს უბანში ახალგაზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ბიჭებს შორის ჯერ კამათი დაიწყო, რის შემდეგაც ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს გაუგებრობა რამდენიმე დღით ადრე მოუხდათ და საქმის გასარჩევად შეხვდნენ ერთმანეთს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ოთხი და მოკლულია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს,
თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მათი მისვლისას, ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. სამი პირველადი დახმარების გაწევის შემდგეგ ბინაზე გაეწერა.

ერთ-ერთს კი შედარებით მძიმე დაზიანება აქვს - ფილტვის არეშია დაჭრილი, რის გამოც მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილები 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

მათ შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელია. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორმა დანით შეუარაღებული ახალგაზრდის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელში დაიჭრა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS