23 აგვისტო, 2016
რატომ დატოვა GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია
დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად თვად მაღლაფერიძე ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის ქონას ასახელებს.

მისივე თქმით პიროვნული კონფლიქტი არა, მაგრამ პროფესიული დავა და კონფლიქტი იყო.

"ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტელევიზია და როგორი უნდა გახდეს ის სამომავლოდ.

ეს არის ჩამოყალიბებული და მწყობრი კონცეფცია, მაგრამ ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო.

უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს
ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი.

სამაგიეროდ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო საკუთარ თავთან დაკავშირებით და მივიღე კიდეც.

ამასობაში კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს.

მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც "ჯიდიესის" დირექციაა უკმაყოფილო."- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS