22 აგვისტო, 2016
მორიგი ავტოავარია, რომელსაც ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლნენ
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი - 10 წლის ბიჭი. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მსუბუქ მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს, ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მერსედესის მარკის მანქანაში მსხდომნი სამარშრუტო ტაქსს ელოდებოდნენ და გაჩერებულ მანქანაში
ისხდნენ. ამ დროს შეასკდა მათ ტრაილერი, რომლის მძღოლსაც, როგორცფ თვითმხილველები ამბობენ, სავარაუდოდ, ჩაეძინა... იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS