19 აგვისტო, 2016
მიშა გომიაშვილი მეცხრედ დაქორწინდა - „ყველაზე ლამაზი პატარძალი“
მიშა გომიაშვილი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რამდენჯერმე დაოჯახდა. მიშა გომიაშვილს ხშირად უთქვამს ინტერვიუებში, რომ საყვარელ ქალს არ ღალატობდა. როდესაც სიყვარული მთავრდებოდა, ამას გულწრფელად ამბობდა და მიდიოდა.

ამჯერად მისი რჩეული ქეთი კალანდაძეა.

წყვილის ურთიერთობა სკანდალურად დაიწყო. მიშა გომიაშვილს ჰყადა ცოლი, მაკა თვალჭრელიძე, რომელთანაც ხუთი წელი ცხოვრობდა.

მაკა ინტერვიუებში ყვებოდა ხოლმე, რომ ეს ხუთი წელი მიშასთვის რეკორდი იყო. თუმცა მათი ურთიერთობა მას შემდეგ დამთავრდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს მიშამ უთხა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა და სთხოვა,
ტელეფონის დამტენი მიეტანა, რომ ქეთისთვის დაერეკა. მაკამ თხოვნა შეუსრულა...

მიშა გომიაშვილმა ფეისბუქზე ქეთი კალანდაძესთან ჯვრისწერის ფოტოები ატვირთა წარწერით, „ყველაზე ლამაზი პატარძალი მსოფლიოში“.

RatingRatingRatingRatingRating
ბეჭდვა