15 აგვისტო, 2016
ვინაა სექსუალური და სკანდალური სალი, ვის კლიპში მონაწილეობაზეც სტანისლავ ბონდარენკო დაუფიქრებლად დათანხმდა
დღეს ცნობილი გახდა, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის სტანისლავ ბონდარენკოს ბათუმში ჩამოსვლის მიზეზი მომღერალი სალი ხმალაძეა.

დღემდე საქართველოში სალის შესახებ ბევრმა არაფერი ვიცოდით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სალის რუსეთში სკანდალური იმიჯის სახელი აქვს. რუსულ შოუ ბიზნესში მარტში გამოჩნდა,  სკანდალი კი მას შემდეგ ატყდა, რაც მის კლიპში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა გუშა კუცენკომ.

ამბობენ, წყვილს რომანი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშა კუცენკოს ოჯახი ჰყავსო.

შესაძლოა, ეს მხოლოდ ყვითელი პრესის აგორებული ჭორია, სალის პირადი ცხოვრება კი პატარა ასაკში
დაიწყო.

მომღერალი მეუღლეს დაშორებულია და ზრდის რვა წლის შვილს.

სოციალურ ქსელში სალი წერს, რომ შვილი მისი ცხოვრების მთვარი სიყვარულია.
Rating
სალი რუსეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ნინო წიკლაურის ქალიშვილია და სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას კარიერის აწყობა არ გაუჭირდება.

ზოგიც ფიქრობს, რომ ქეთა თოფურიას სალის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. 
RatingRatingRating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
LAGO999
ხედავ შენ თან შვილსაც ზრდის
16:22 / 16-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS