08 აგვისტო, 2016
''ჩემი ცოლის დაქალების'' თენგომ ცოლი მოიყვანა
''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი, თენგოს როლის შემსრულებელი შოთიკო ნოზაძე დაქორწინდა. ამის შესახებ ცნობილი ფეისბუქის საშუალებით ხდება.

შოთიკო ინტერვიუებში ყვებოდა, რომ შეყვარებული იყო და მალე ცოლის მოყვანას გეგმავდა. 

''სოფო 3 წლის წინ, ქორწილში გავიცანი. დავინახე თუ არა, მომეწონა. პირველი ემოცია როგორი იყო? - გავიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე; ჯერ ერთმანეთს ვწერდით, მერე შევხვდით...

მისი გულის მოგება ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. ერთმანეთი ერთი ნახვით
არ შეგვყვარებია, ჯერ დავმეგობრდით და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში თანდათან გადაიზარდა. სოფოს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ახლა სამსახურის ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად მომეწონა, მისმა შინაგანმა სამყარომ არანაკლებად მომხიბლა. ის ძალიან ყურადღებიანი და მართალი ადამიანია. ჩემი დამრიგებელია''. ამბობდა შოთიკო ჟურნალ ''გზასთან'' ინტერვიუში.

სოციალურ ქსელში შოთიკო უამრავ მილოცვას იღებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნიანია
გილოცავთ თენგო ხაშურსკი! :DD ბედნიერება და ტკბილი ცხოვრება!
05:56 / 16-08-2016
გამოხმაურება / 0 /
Bednierebas da janmrtelobas gisurvebt.
02:33 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS