"რამდენიმე დღეა ჩემი შვილი და მისი გოგოები ქუთაისში არიან, თავიანთი უსაყვარლესი მეგობრის გადარჩენას ელოდებიან და თბილისში ვერ გაჩერდნენ, იქ დარაჯობენ ნუცას გამოფხიზლებას... დღეს ნიტა მაღაზიაში შესულა და გაოცებული მირეკავს:
- შენხელა გოგომ გამაჩერა და მკითხა, შენ თეა ადეიშვილის შვილი ხარო? ისე ჰგავხარ, ისეო, ზუსტად ისეთივე ხმა გაქვს და ზუსტად შენნაირი იყოო...
ნიტასი არ ვიცი და მე ძალიან გამიხარდა"... როგორც ირკვევა, თეას ქალიშვილი ნიტა, მორაგბე ლევან