29 ივლისი, 2016
"უთხრეს, რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ
21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლის, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც Aმბები.გე-ს ლომინაძის მეუღლის, ნუცას მეგობარმა განუცხადა, მორაგბის ცოლი კომიდან დღეს გამოიყვანეს.

- ნუცა ხელოვნურ კომაში იყო, რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რასაც სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. ამიტომ არ აღვიძებდნენ. დღეს ცოტა ხანი ეღვიძა და შემდეგ ისევ დააძინეს. რამდენიმე დღეში სულ გამოაღვიძებენ. გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ. რაც შეეხება მეკოს მეუღლეს, ვიცი
რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

- როგორია გიორგი ლომინაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უთხრეს რომ ბავშვი დაკარგა, რას იხსენებს მომხდარზე?
- არ შეუძლია ლაპარაკი, უთხრეს, რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება. იხილეთ სრულად
ბეჭდვა