29 ივლისი, 2016
ანი ბებიას გმირს მაყურებლის კრიტიკა დაატყდა თავს - ''ჩვეულებრივი ძუკნაა''
სერიალი ''ხელოვნური სუნთქვა'' სულ რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო და უკვე უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

თვრამეტი სერიის შემდეგ პირველი სეზონი დამთავრდება. ბევრისთვის გულის დასაწყვეტად მეორე სეზონი სექტემბერში დაიწყება.

ბოლო სერიაში განვითარებულმა მოვლენებმა ანი ბებიას გმირმა მაყურებლის კრიტიკა დაიმსახურა.

როგორც აღმოჩნდა, ნუცას ქმარი აღარ უყვარს და ყოფილ შეყვარებულთან, რეზისთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა.

მისი თქმით წლების შემდეგ დაბრუნდება და მელანოს, რომელიც იმ დროისთვის უკვე დიდი გოგო იქნება, ყველაფერს მოუყვება.

ნუცას იმედი აქვს, რომ მელანო გაუგებს.

სოციალურ ქსელში ნუცას
საქციელს შემდეგი კომენტარებით გამოეხმაურა მაყურებელი. 

''შენ ერს იმედები გაუცრუე ნუცა! შოთიკო შენ შეგიძლია აღარ ჩაყვე ცოლს.. ერი უფლებას გაძლევს, განაგრძო ცხოვრება''

''ეს რა ქენი, ნუცა''

''როდის ვამბობდი, რომ ცოცხალია და ერთად არიან საზღვარგაერთ-თქო. თურმე ელდარასთან წასულან''.

''მისი საფლავი ბლეფია აბაა''?

''მგონია, რომ თავი მოიკლა. ბებიამ თქვა, ბავშვი რომ დაიკარგა, იმ სერიაში იგივე მეორდებაო და იმიტო ეძებდნენ პროზექტურაში''.

''იგივე მეორდება ალბათ გაქცევა იგულისხმა, დედამისიც ხომ ჩუმად გაიპარა და მელანოც, ნუ იმედია, მალე გავიგებთ და დავწყნარდებით''

''მე მგონია, რომ წავლენ და ორივე ავარიაში დაიღუპება''

''საფლავი ალბათ მამამისმა გაკეთა შვილის გამო''..

''შოთა სასწრაფოს ექიმია, მარტოხელა მამა, რომელიც 11 წლის ქალიშვილთან, მელანოსთან ერთად ცხოვრობს. მამა-შვილის ურთიერთობა იდეალურია, თუმცა, მათ ბედნიერებას შავ ლაქად აწევს ახალგაზრდა დედის ტრაგიკული სიკვდილი. სერიალის შესავალში წერია''.

''საფლავი მგონია, რომ პაკაზუხა დედამისმა გააკეთებინა''.

''საერთოდ არ ვთვლი ნუცას "ბოზად" ან ნეგატიურ პერსონაჟად.

რატომღაც, მგონია, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რასაც არ მიხედა არავინ და მარტო ყოფნამაც გააასმაგა ყველაფერი.
წინა სერიაში შოთიკოს რომ დაურეკა text-book panic attack ჰქონდა, რისთვისაც ბატონ ექიმს უნდა მიექცია ყურადღება.

დეპრესიაში მყოფ ადამიანს, რეალურად "ჭკუა" არ მოეკითხება, მითუმეტეს, როდესაც სიყვარული გაკლია, დიდად ვერ აანალიზებ მის გამომწვევ ფაქტორებს და იწყებ პრობლემის შენებურად მოგვარებას''.

''მაინც ვერ ვხვდები რატომ უნდა დაეყენებინა ნუცას შოთიკოს ბედნიერება თავისაზე უფრო წინ, თუ ცხოვრობ საკუთარი თავისთვის უნდა იცხოვრო და თუ დრო დაგრჩება - სხვებისთვისაც, ოდნავ და არა - პირიქით''.

''ნუ, მელანოს რაღას ერჩოდა არ ვიცი, მაგრამ ესეც მისი მენტალური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას''.

''2 ვარიანტი მაქვს ნუცაზე.

1) ნუცამ გადაწყვიტა რეზისთან ერთად გაპარვა, ბოლოს ვერ გაბედა და სუიციდით დაასრულა.

2) გაიპარა და გაითამაშა სიკვდილი 

თუმცა, ორივევე ვარიანტში ჩვეულებრივი ძუკნაა''

''ნუცას ქცევა არ მომეწონა. კარგი შოთიკო არ გიყვარს ბავშვს მაინც რაღას ერჩი. მე მგონია, რომ გაქცევის დროს ან ორივე ერთად დაიღუპა, ან მარტო ნუცა, ან იმ კაცმა მოკლა,რომ არ მიყვებოდა, ანდა ორივე ცოცხალია და სხვაგან არიან. ძალიან ბევრი ვარიანტი მაქვს''...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS