29 ივლისი, 2016
''როდესაც 60 წლის ინფარქტგადატანილმა ქალმა ერთ კვირაში მოითხოვა ციხეში ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა საკუთარი ხარჯებით, პასუხად გასცეს, ფხვნილს მოგცემთ და გარეცხეო''
''ცენტრ პოინტის'' საქმეზე როგორც ცნობილია, მაია და გუკა რჩეულიშვილები არიან დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით ვახტანგ რჩეულიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს ფეისბუქზე:

''მაიას ნუ აწამებთ მაინც!

ალბათ გიკვირთ, რა ჩუმად ვუძლებ ჩვენს გაჭრვებას. ეს იმიტომ, რომ მავანს უხარია მაიასა და გუკას დაჭერა. მათ კმაყოფილ სახეებს და პროკურატურის ქება-დიდებას ვეღარ ვუყურებ ფეისბუკზე. თან ისედაც მეუბნებიან, რომ ჩემი პოსტების და კრიტიკის გამო დაიჭირეს მაიაო.

თუმცა კიდევ მეტი ადამიანი აპროტესტებს მთელი ჩვენი ოჯახის დაპატიმრებას -მე და კატო დავრჩით რჩეულიშვილების ოჯახიდან დასაჭერი.
კატოს ვერ დაიჭერენ, ამერიკის მოქალაქეა და დედა მოეტ....თ, მე კი გინდ დამიჭირონ და გინდ დამხვრიტონ, აწი ფეხებზე მკიდია! კლიენტების ვალს მაინც მაია თუ გადაიხდის, თორემ მე( და როგორც ჩანს არც ერთ ხელისუფლებას) ამის ტრაკი ნამდვილად არ გვაქვს.

მაიას უკანონო დაპატიმრებით ათასობით ადამიანის პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაძნელდა. მაიასთან თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2009 წელს შეეძლო და დღესაც შეუძლია სასწრაფოდ მოაგვაროს ყველა დაზარალებულის პრობლემა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მაიას მზადყოფნას ამისათვის.

მე არ მსურს კონფრონტაცია, რომლისაგანაც ყველა დაზარალებული დავრჩებით: მაიაც, მისი კლიენტებიც და თავად ხელისუფლებაც. რაც ხელისუფლებას 300 $ უჯდება, ის მაიას შეუძლია დღეს 100$-ად გააკეთოს (და აკეთებს კიდეც) ელემენტერული დაფინანსების პირობებში. მაგრამ თანამშრომლობის მოლოდინში მდგომარეობა მძიმდება. როგორც მაიასი, ასევე სხვა დაზარალებულების. მშენებლობა და ფულის შემოდინება მაიას დაპატიმრების შემდეგ შეწყდა, ინვესტორებსაც პრობლემები ექმნება. მაიას კი ჩემი აზრით ელემენტერულად აწამებენ!

როდესაც 60 წლის ინფარქტგადატანილმა ქალმა ერთ კვირაში მოითხოვა ციხეში ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა საკუთარი ხარჯებით, პასუხად გასცეს, ფხვნილს მოგცემთ და გარეცხეო. თან მისი შვილიც პატიმრობაში ჰყავთ. გიხარიათ ზოგიერთებს? საღოლ! მე კი ხელისუფლებას უბრალოდ ვახსენებ : არჩევნებში გამარჯვების გზა წამებაზე არ გადის!
მოკითხვა ჩემგან ნანუაშვილს და ბესელიას!
ბეჭდვა