28 ივლისი, 2016
ვერიკო ტურაშვილი და ანრი ჯოხაძე შერიგდნენ - "აღარც გვახსოვს, რატომ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს"
ვერიკო ტურარაშვილი და ანრი ჯოხაძე შერიგდნენ, ამის შესახებ ცნობილი გახადა გია ჯაჯანიძის შოუდან გახდა.

წამყვანმა გადაცემა ბათუმში ჩაწერა. ერთ-ერთი ინტერვიუ ანრი ჯოხაძესთან ჰქონდა, რომელიც სულ მალე ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს და ამ დღისთვის ემზადება.

ინტერიუზე მიმავალმა ტელეწამყვანმა აღმოაჩინა, რომ ანრი და ვერიკო ტურაშვილი კაფეში ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ყავას მიირთევდნენ.

მომღერლებმა გია ჯაჯანიძის კითხვაზე, რატომ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ვერ უპასუხეს და თქვეს, რომ აღარც ახსოვთ.

მათი თქმით ერთ - ერთ კონცერტზე ჩვეულებრივ შეხვდნენ ერთმანეთს და
ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე დაიწყეს ძველებურად მეგობრობა.

როგორც აღმოჩნდა, მაშინაც კი როცა ერთმანეთს „ვერ ვიტანდით“, ყველაზე მეტად გვიყვარდა ერთმანეთიო, აღნიშნეს მომღერლებმა.

წლების წინ ვერიკომ და ანრიმ რამდენიმე სიმღერა ერთად ჩაწერეს, რომელიც მაყურებელში წარმატებით სარგებლობდა. 

იმედია, ძველი და კარგი მეგობრები მომავალშიც არაერთ კარგ სიმღერას შესთავაზებენ მაყურებელს.

ანრი ჯოხაძისა და ვერიკო ტურაშვილის მეგობრობა დასრულდა!.. - ვის გამო იჩხუბეს მომღერლებმა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მეა
ერთად კარგები ხართ, არ იჩხუბოთ!
12:21 / 29-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ძალიან გამიხარდა! კარგი ტანდემი ჰქონდათ და იმედია ისევ გააგრძელებენ. წარმატებებიი!!!!!!!!!!!!!!
11:23 / 29-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS