28 ივლისი, 2016
"მიშველეთ, რა გავაკეთო, როგორ ვიცხოვრო, ხალხო!" - ლიზა ყენიას მეგობარი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ 19 წლის დათა მღებრიშვილს. ლიზა ყენიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე არაერთხელ დაწერა, რომ თავის საყვარელ ადამიანს ეძებდა და ყველას სთხოვდა, მის პოვნაში დახმარებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ლიზამ ვიდეომიმართვაც ჩაწერა და უკანასკნელი კადრიც მოიპოვა და გაავრცელა, რომელზეც დაფიქსირებულია დათა ბათუმში.
"ბოლო კადრი დათასი! ამ ადამიანებს გამოართვა სიგარეტი და ზღვისკენ წავიდა, ვინ არიან ეს ადამიანები, იქნებ გამომეხმაუროთ, თუ იცნობთ თავს! ბათუმის ბულვარია."

მანამდე ლიზა დათასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა და სთხოვდა, გამოჩენილიყო და დაერეკა:
"ჩემო
სიცოცხლე!!!!!! რატო ხდება ასე? რატო შვები ამას!! დარწმუნებული ვარ, კითხულობ და მთელი გულით გთხოვ, დამირეკე. ჩვენი გეგმები ხომ არ დაგავიწყდა?!!!"

თუმცა სამწუხაროდ, დათა ბათუმში მაშველებმა ზღვაში იპოვეს, უკვე გარდაცვლილი. ამის შესახებ დღეს ლიზას მეგობრებმაც გაიგეს მისი პოსტით: იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS