27 ივლისი, 2016
"გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"
ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე - ლელა კილაძისა და მისი ვაჟის გუკა რჩეულიშვილის სიყვარულის ამბავზე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს:

"ძალიან დამწყდა გული გუკა ნუცას რომ გაშორდა, თორემ ლელასთან ურთიერთობა არ იყო ჩვენთვის პრობლემა. მე და ლელას მამა - შალვა, დიდი ხნის ძმაკაცები ვართ. საწყალი ლელა - გიგი იყო და ციხეში უზის, ახლა გუკაც ციხეში გაუშვეს.

- მერე, თქვენ, როგორც თბილისელი კაცი, როგორ ფიქრობთ, თქვენმა ვაჟმა არ დაარღვია
ერთგვარი დაუწერელი კანონი - პატიმრის ცოლს ხელს ნუ ახლებო?
- რა პატიმრის ცოლი, კაცო?! თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე? ოფიციალურად არ იყვნენ გაშორებული, თორემ... მათი გაშორება გადაწყვეტილი იყო. ლელა სასამართლო პროცესების გამო ვერ შორდებოდა. ბოლომდე გაიტანა, როგორც ერთგულმა მეუღლემ. რა მოხდა და როგორ, ვერ გეტყვით და ეს არც არავის საქმე არ არის, ლელა არაჩვეულებრივი გოგოა. გუკას უყვარს და ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია.

...გუკასთვის ლელა მესამე ცოლია. რა ვიცი, ეტყობა, დრომ მოიტანა, თორემ ამდენი გაშორება ადრე არ იყო. ახლა ისე შორდებიან... ლელამ ახლა დაიწყო ხატვა. იხილეთ სრულად
ბეჭდვა