27 ივლისი, 2016
დათო ხუჯაძეს უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ - ''თუ კაცები ხართ, პირდაპირ მოდით''...
მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უცნობი ადამიანები დაესხნენ თავს. მომღერალი მომხდარს დეტალურად აღწერს ფეისბუქზე. 

''ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ ტიპთან, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის გამო მოხდა. ვის არ უჩხუბია მაგრამ ეგ კიდე განმეორდა რამდენჯერმე და მინდა ვუთხრა, რომ უკვე 1-1 ია. მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი იმათგანი და შენდეგში 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ. თავებს დაგიტეხავთ! თუ კაცები ხართ, პირ
დაპირ მოდით და არა უკნიდან, მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაკვთ!''

რაღაცას მიქარავენ და მგონი, ვხვდები საიდან უბერავს ქარი, მაგრამ მაგდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ პირდაპირ თქვან, ''კრისები'' არიან, წერს დათო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS