27 ივლისი, 2016
ქრისტინე იმედაძე ბათუმში მილიონერ შეყვარებულთან ერთად ისვენებს (+ ფოტო)
ქრისტინე იმედაძე ბავშვობის მეგობრებთან ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ანუკა ქებურიასთან ერთად ბათუმში ისვენებს.

როგორც ცნობილია, ქრისტინე და ქართველი მილიონერის და ქველმოქმედის ბუბა ქებურის ვაჟს, თორნიკე(თოკა) ქებურიას ერთმანეთი უყვართ. 

თავად ქრისტინე თოშასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს არ აქვეყნებს და არც მათ სიყვარულზე საუბრობს საჯაროდ.

რამდენიმე დღის წინ კი თაკო გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, სადაც ქრისტინესთან ერთად თორნიკე ქებურიაცაა.

სოციალურ ქსელში ატვირთული ეს მათი პირველი ფოტოა.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ ''რეიტინგში'' გამოქვეყნებული მასალიდან. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი
ყვითელი პრესისთვის, რომ ქრისტინე და მილიონერის შვილი შეყვარებულები იყვნენ.  

''თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, ანუ რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა. დღეს ყოველდღე არა, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ბაიკზე ზის. ''სტრესია, უკან რომ მოგყვებიან, რომ დაგდევენ, მაგრამ ფინიშზე პირველობა სასიამოვნოა, მაგარი ხარ და პირველი ხარ. მე საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვი'', - ამბობდა თოშა 2014 წლის სექტემბერში მოტომრბოლელთა შეჯიბრების წინ.

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა. საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს''. 


Rating
ბეჭდვა