26 ივლისი, 2016
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველი ოლიმპიელების სამოსი მოირგეს - "თქვენ ძალიან გიხდებათ"
სოციალურ ქსელში ყველა აკრიტიკებს ქართველი ოლიმპიელების სამოსს. რამდენიმე დღეა, არ წყდება მოწოდება, რომ შეცვალონ სპორტსმენების ჩაცმულობა რიოს ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე. თუმცა ეს როგორც ჩანს, ვეღარ მოესწრება. ამის სურვილი დიდად არც სპორტსმენებს ჰქონიათ.

დღეს კი ოლიმპიელების სამოსი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მოირგო

გამაჯვება ქართველო ოლიმპიეებო! წერს მაკა და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ოლიმპიელების სამოსშია მეუღლესთან ერთად გამოწყობილი.

თქვენ ძალიან გიხდებათ, ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.


RatingRatingRating
ბეჭდვა