26 ივლისი, 2016
ეკო ფანგანის ზღვაზე გადაღებული ფოტოები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - ''შურიანი ვყოფილვარ, ფაქტია''(+ ფოტოები)
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა რამდენიმე საათის წინ ატვირთულ საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტოებმა ყველა დაამუნჯა.

თავად ეკო წერს, რომ ამ ფოტოებზე კულტურისტივითაა, მაგრამ მეგობრები არ ეთანხმებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი, წერს ''კულტურისტი არ ვიცი, მაგრამ მე რომ შურიანი ვყოფილვარ, ფაქტია''.

ეკო არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნის მიზეზსაც ამხელს, წერს რომ ვარჯიშობს და ნანუკას სთავაზობს, ერთად ივარჯიშონ ხოლმე.

ნანუკამ შემოთავაზება მოიწონა. დაიწყებენ, თუ არა ერთად ვარჯიშს და დაეზარება, თუ არა სატრენაჟორო დარბაზში საათების გატარება ნანუკას, ამას დრო გვიჩვენებს.

მანამდე კი გთავაზობთ ეკოს ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების შედეგი.

RatingRating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS