25 ივლისი, 2016
გვანცა დარასელიას ”კუსკუსა” ბინა ბათუმში
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მშვენიერი ბინა ჰქონდა ბათუმში, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაყიდად გამოიტანა. სწორედ მისი პოსტის მეშვეობით გახდა საჯარო მისი ბინის ფოტოები. ასეთი განცხადება გააკეთა გვანცამ ბინის ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად:


"მეგობრებო, აბა ჰე, აბა ჰო! ვყიდით ჩვენს უსაყვარლეს, კუსკუსა ბინას ბათუმში!

რაც მთავარია - რაც არ უნდა იწვიმოს, წყალი არ ჩამოდის.

მდებარეობა აკვაპარკის მოპირდაპირე მხარეს, ზღვის ხედით. აივანი ორივე მხარეს. კორპუსს აქვს სასტუმროს ტიპის მომსახურებაც.

ფართი - 72 კვ.მ, 2 საძინებელი და სტუდიოს ტიპის მისაღები
ოთახი. გარემონტებული. აწყობილი, ფუნქციური სამზარეულო და აბაზანა. ორივე საძინებელი დაკომპლექტებული ავეჯით. ბინაში არის კონდიციონერი, ტელევიზია და უკაბელო ინტერნეტი. ფასი გადასარევი". იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS