25 ივლისი, 2016
როგორ სამოსში აპირებენ ქართველები რიოს ოლიმპიადაზე გამგზავრებას - ''ნამდვილი პატრიოტი ხარ, ეროვნულ შტრიხს ხაზს რომ უსვამ''...
მეორე დღეა არ წყდება კრიტიკა რიოს ოლიმპიადაზე მიმავალი ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე. შეიქმნა არაერთი სახალისო ფოტო ამ თემასთან დაკავშირებით.

ერთ - ერთმა პირველმა უცნაურ სამოსში ''გამოწყობა'' ბიძინა ბარათაშვილმა გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
''1 აგვისტოს გამთენიისას რიოში მივდივარ ოლიმპიადაზე''!, დაწერა ბიძინა ბარათაშვილმა ფეისბუქზე.

''ნამდვილი პატრიოტი ხარ, ეროვნულ შტრიხს, რომ ხაზს უსვამ'', წერენ ბიძინას მეგობრები.

ბიძინას არ ჩამორჩა ალექსანდრე პეტრიაშვილი, რომელმაც ისეთი უცნაური სამოსი აირჩია, რომ წერენ, მოჯახედივით გაცვიაო.

''წავედი მე რიოში, ჩვენების მხარდასაჭერად! წინ,
ოლიმპიური მწვერვალებისკენ''! წერს ალექსანდრე პეტრიაშვილი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ოთარი
შეხედეთ ყველაფერს დადებითი თვალით, სამაგიეროდ იტყვიან, რომ ჩვენ რუსეთის კი არა, თურქეთის ნაწილი ვართ და ჩვენც შორეული შუა აზიიდან მოგვდგამს ფესვები. :)))))
11:37 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სულ გადაირია ეს ხალხი, ალექსი თქვენგან ძალიან მიკვირს, როგორ ფიქრობთ, ეს ახლა კარგი საქციელია??? ის ადამიანები ქვეყნის სახელის გასატანად წავიდნენ, სულ ძონძები რომ შემოეხვიათ, ხმა არავის უნდა ამოეღო, აქაოდა სამოსელი პირველის შეკერილი იყო, ამიტომაც დაიბოღმეთ, თუ შეგეძლოთ უკეეთესი თქვენ შეგეთავაზებინათ ბატონო ბიძინა ბარათაშვილო.
19:21 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS