24 ივლისი, 2016
კიევში მყოფ ნინო ჩხეიძეს გული ატკინეს - „სანამ გაიყიდებით მანამდე დაფიქრდით, რას იგებთ იმის სანაცვლოდ, რომ ნახმარ ხელსახოცებს ემსგავსებით“...
ნინო ჩხეიძე როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენეს. ვინ ატკინა გული მომღერალს უცნობია და არც თავად აკონკრეტებს, თუმცა მისი პოსტი, რომელიც კიევში მყოფმა დაწერა, ყველაფერზე თავად მეტყველებს.

„სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ისეთი დრო მოვიდა ჩემს გარშემო ვინც კი კატა და უსუსური იყო, ყველა გაძაღლდა. ჰგონიათ, სტატუსი მოიპოვეს და დამკვიდრდნენ ცხოვრებაში...

ყველაფერი დროებითია და წარმავალი, ვინ ვინ ხართ, დრო გვიჩვენებს, მაგრამ კაცობა, ადამიანობა და ერთგულება მარადიულია....

სანამ გაიყიდებით მანამდე
დაფიქრდით, რას იგებთ იმის სანაცვლოდ, რომ ნახმარ ხელსახოცებს ემსგავსებით...

ორპირ და მოთამაშე ადამიანს კოველთვის იხმარენ და გადააგდებენ ნებისმიერ სფეროში, ეს კარგად დაიმახაოვრეთ!

ასე რომ მოთამაშეებო ძაან საცოდავად გამოიკურებით....!!

ყველაფერი წინ არის!“ წერს ნინო.
ბეჭდვა