23 ივლისი, 2016
მორიგი სკანდალი „მგზავრების“ გარშემო - „ისინი ხომ არაფრით გამორჩეული ს-ბი არიან, ოცკაციანი ჯგუფიდან ერთსაც არ გაუტყდა, რასაც აკეთებდნენ“
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლუკა იმედაშვილის ვიდეო სახელწოდებით „რუსეთი მტერია? რა თქმა უნდა“. ვიდეოში ლუკა საუბრობს, თუ რატომ ფიქრობს, რომ რუსეთი მტერია და მათთან როგორ უნდა ვიურთიერთოდ.

ბევრი რამ არ მოსწონს ლუკას რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის ის არ მოეწონა, როდესაც ჯგუფმა „მგზავრებმა“ ცხრა აპრილს რუსეთში კონცერტი გამართა. „ისინი ხომ არაფრით გამორჩეული  ს-ბი არიან, ოცკაციანი ჯგუფიდან ერთსაც არ გაუტყდა, რასაც აკეთებდნენ.

ცხრა აპრილიდან დაიწყეს და მთელი თვე რუსეთს უმღეროდნენ.  ახლა ვიღაც კონცერტის ერთწუთიან დუმილზე
ნუ დამიწყებს ლაპარაკს. თავს ნუ იტყუებთ“, ამბობს ლუკა „მგზავრებთან“ დაკავშირებით.

ლუკა რეჟისორ დათო იმედაშვილის შვილია.

ვიდეოს ნინი დედალამაზიშვილი შემდეგი პოსტით გამოეხმაურა. 

„დათო იმედაშილმა მისი დიდი სურვილით ფილმ „ოცნების ქალაქის“ სცენარის მიხედვით "მგზავრების" მეგობრის როლში გადაიღო მისი შვილი, მახსოვს გახარებული ლუკა ამ ფაქტით, რომ მის საყვარელ ჯგუფთან ერთად მოუწევდა თამაში (ვისაც ფილმი ნანახი აქვს, ამოიცნობს ლუკას) მას მერე გადაღებებზე ბევრი გაუგებრობა მოხდა.

დათო ცნობილია არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობით ადამიანებთან, არ ვსაუბრობ მის ფილმოგრაფიაზე, რომელიც კინოკრიტიკოსების შესაფასებელია, ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში, გვიხსნიდა, როგორ უყვარს „მგზავრების“ მუსიკა.

სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ჯგუფის პროდიუსერი, თუმცა მისი ნდობა ფინანსურად შეუძლებელი იყო კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე. ჩვენს გარდა ბევრთან შეექმნა კარიერის მანძილზე პრობლემები, მახსოვს, პირად საუბრებში რუსული ბაზარიც ძალიან მოსწონდა ფილმის კინოგაქირავებისთვის.

გადის წლები და არ ჩერდება ქვეცნობიერად, ვერ გველევა გულით ვუსურვებ საკუთარი თავით დაკავდეს, გადაიღოს ფილმები უკეთესი ხარისხის ჩვენ მხოლოდ გაგვეხარდება.

ჩვენს კრიტიკას ურჩევნია, ლუკას "ბაბულიკური" მიმართვა მეტად არგუმენტირებული გახადოს, მინიმუმ ურჩიოს.

ჩვენ არ გვჭირდება შეხსენება, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღეს, როდესაც საინფორმაციო ომია ჯგუფი, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობით მსნემელი მათთან ამ ფორმით მიაქვთ ინფორმაცია! 9 აპრილის შესახებ იქ აღარავის ახსოვს და მას მერე ბევრმა ადამიანმა დაიწყო ინფორმაციის მოპოვება, რა მოხდა თბილისში ამ დღეს გიგის სიტყვის შემდეგ!

მგზავრები 700-მდე კონცერტს ითვლის მთელი წლის გაწერილი გეგმით, გავსებული სტადიონები და საკონცერტო დარბაზები რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.

პ.ს ამერიკული ტურნესთვის ვემზადებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდიუსერებთან და არ გვცალია შენი მედროვე პოპულისტური განცხადებებისთვის.

დრო ფულია რომელიც ესე ძალიან გიყვარს და ნუ ხარჯავ არარაციონალურად, ჯობია იმ საქმეს მოახმარო ეს დრო რომელშიც ამდენი პროფესიული ხარვეზი გაქვს. შედეგ კარგ კინორეჟისორად და გპირდები პირველი მე ვიქნები, ვინც გიგულშემატკივრებ.

მე მხოლოდ გამიხარდება.

მადლობა, რომ ამდენი ხანია ვერ მოინელე რომ შენთან თანამშრომლობის სურვილი აღარ გვქონდა და ამდენს ფიქრობ ჩვენზე. 

დავით, შვებულება აიღე, გადაღლილი ხარ“
ბეჭდვა