23 ივლისი, 2016
ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სადაც სპორტსმენები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ. მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი, ხმაური ატყდა, ვინაიდან სპორტსმენების სამოსმა ცოტათი დააბნია ადამიანები, მიიჩნიეს, რომ ის ქართული სამოსი არ არის.

ვინაიდან სამოსი ოლიმპიურმა კომიტეტმა კომპანის მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი სწორედ მის დირექტორს, პროფესიით მხატვარ ანი ნინუას დავუსვით.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი,
ოღონდ, მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში.
6 წელია, გვაქვს მაღაზია და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.
ვცდილობთ, ადამიანებს ავუხსნათ თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული სამოსია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალებიები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად ქავთარა, რომელიც რაჭველებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესს ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, მაგრამ იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?
- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, რომლიც მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება.

ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ. იხილეთ სრულად

ბეჭდვა